სიახლეები

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების  და პლატფორმების გამოყენება

2022 წლის 27-28 დეკემბერს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის  Erasmus+ პროექტის  DITECH-ის (ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) სსუ-ს გუნდმა (ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, ლევან კვარაცხელია, ნინო წულაია) ტრენინგები ჩაატარა თემაზე:   საგანმანათლებლო ტექნო­ლო­გი­ების  და პლატ­ფო­რ­მე­ბის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში Camtasia, Snagit, h5p,  Miro, Infographic, Canva.

ტრენინგებში ჩართვისთვის აუცილებელი მოთხოვნები იყო: კომპიუტერში ნავიგაციის უნარი და სასწავლო კურსებში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის სურვილი. ღონისძიენაში მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტიდან 3-3  ლექტორი.  უმრავლესობის მიერ გამოითქვა  სურვილი -  ერთ კონკრეტულ  პლატფორმაზე დაყრდნობით, თითოეულმა  მონაწილემ შექმნას   საგანმანათლებლო რესურსები, რომელსაც მო­ნიტორინგს პროექტის ტრენერები გაუწევენ.

იმავე თემაზე, დაგეგმილია ტრენინგების მეორე ეტაპი და ინდივიდუალური შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან, რომლის დასრულების  შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები. 

ფოტო გალერეა