სიახლეები

ხათუნა ბურკაძის საჯარო ლექცია:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ წაიკითხა ლექცია დასავლური განათლებისა და მისი უპირატესობების შესახებ. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის და ქართველი სტუდენტების ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. ხათუნა ბურკაძემ სტუდენტებს გაუზიარა თავისი აკადემიური გამოცდილება კოლუმბიის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის, ბარდ კოლეჯის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგალითებზე; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დასავლური განათლების მეშვეობით პროფესიული უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ თითოეულ ახალგაზრდას შეუძლია უცხოეთში განათლების მიღებით იყოს არა მხოლოდ წარმატებული, არამედ წარმოადგენდეს თავისი ქვეყნის ელჩს, რათა გაზარდოს საქართველოს შესახებ ცნობადობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

ფოტო გალერეა