კვლევა

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები“

International student scientific conference „The Challenges of Holocaust, Punishment of theCrime of Genocide and Human Rights Protection“ 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები“ - პროგრამა და ანოტაციები

International scientific conference  „The Challenges of Holocaust, Punishment of the Crime of Genocide and Human Rights Protection“ - Program and annotations


2023 წლის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია - ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები


2023 წელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჰოლოკოსტის, გენოციდისდანაშაულისდასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები

გენოციდის დანშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები  (კრებული) 2021

 სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შექმნის 90-ე და სამართლის დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ევროპული ინტეგრაცია - ადამიანის უფლებების დაცვა

სამართლის თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე პრობლემები. სტუდენტთა ეროვნული  სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენცია, პროგრამა და თეზისები (2021 წელი)

2021 წლის ეროვნული  სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენცია სამართლის თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე პრობლემები (კონფერენციის პროგრამა და ანოტაციები)

2022 წლის  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ევროპული ინტეგრაცია - ადამიანის უფლებების დაცვა“ (კონფერენციის პროგრამა და ანოტაციები)


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შექმნის 30 წლისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბ., 2010-2012 (კრებული)


2017 წლის 25 და  26 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“. კონფერენციის ჩატარების  წინადადება 2016 წლის შემოდგომაზე  იურიდიული ფაკულტეტის საბჭოზე იქნა განხილული, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხი წარმოშობს მრავალ მნიშვნელოვან საკითხს და აუცილებელია სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით კომპლექსურად განხილულიყო  მნიშვნელოვანი პრობლემები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ეწოდა კონფერენციას  „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლების გარდა ჩართული იყვნენ იყვნენ უცხოელი პროფესორებიც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საკონფერენციო ღონისძიებების დაგეგმვაში. უცხოელი იურისტების კონფერენციაში ჩართვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრბმა. კონფერენციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურა და სლოვენიის სხვა უნივერსიტეტების პროფესორები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრები და თანამშრომლები იყვნენ მოტივირებულები და მათი მნიშვნელოვანი აქტიურობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე ჩატარდა.

კონფერენციაზე წაკითხული იქნა მოხსენებები სისხლის სამართალში, საერთაშორისო  სამართალში,  კერძო  სამართალში, საჯარო  სამართალში, სამართლის  საფუძვლებსა  და მეთოდებში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს და  უცხოეთის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. წარმოდგენილი მოხსენებების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანია და უდავოდ გააჩნია მაღალი მეცნიერული ღირებულება. 2017 წლის დასასრულისთვის იგეგმება კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების გამოცემა კრებულის სახით ინგლისურ და ქართულ ენაზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ კონფერენციის მონაწილეებს, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები გადასცა სერთიფიკატები.

იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელთა და თანამშრომელთა ინიციატივით, საკონფერენციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ მოხდა უცხოელ მეცნიერთათვის გამასპინძლება, ჩატარდა ექსკურსია, რომელიც განხორციელდა მცხეთაში და ბოდბეში. დასარულს, იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომელთა თაოსნობით გაიმართა ვახშამი, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. უცხოელი მეცნიერები მოხიბლული იყვნენ საქართველოს ისტორიული წარსულით და ქართული სტუმართმოყვარეობით, მათ დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს კონფერენციის მიღალ დონეზე ჩატარებისათვის.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები კონფერენციის პროგრამა და ანოტაციები (თბილისი, 2018 წლის  29-30 ნოემბერი)

„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმების იმპლემენტაცია კანონმდებლობაში“