სიახლეები

Erasmus+-ის პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები და ფინანსური მენეჯმენტი

2025 წლის 25 ივლისს, NEO-ს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში ჩატარდა ვორკშოპი Erasmus+-ის პრაქტიკული გამოცდილების მაგალითებისა და ფინანსური მენეჯმენტის შესახებ. ვორკშოპები Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ( NEO) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა გახსნეს.  დამსწრე საზოგასოებას მიესალმა NEO-ს ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიამ სულაშვილი.

ვორქშოპებზე მოწვეულმა სპიკერებმა დამსწრეების საკუთარი პროექტები წარუდგინეს და მასში მონაწილეობის გამოცდილებები და რჩევები გაუზიარეს.

ღონისძიებაზე მიწველი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ლარისა თაკალანძე, ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (CSREU) მენეჯერი; მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის მიზანი, გააზიარა თავისი გამოცდილება მოდულის განხორციელებისა და მენეჯმენტის თავისებურებების კუთხით და ყურადღება გაამახვილა პროექტის მენეჯმენტის წარმატების ფაქტორებზე და დისემინაციის საკითხებზე (იხ. პრეზენტაცია).

ვორკშოპების მიზანი იყო ქართველი ბენეფიციარების Erasmus+-ის პროექტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, პრაქტიკული გამოცდილებისა და მიდგომების ხაზგასმით. ასევე, ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა, მომავალი აპლიკანტების შთაგონება და საქართველოში Erasmus+ ინიციატივების ხარისხისა და ხილვადობის გაძლიერება.

https://erasmus.org.ge/ვორკშოპები-erasmus-ის-პრაქტიკუ 

ფოტო გალერეა