news

ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული აქტივობების ანგარიში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში   2022 წლის 29-30 ივნისს საქართველოს სხვა­და­ს­ხვა უნივერსიტეტში  Unicef Georgia-ს მიერ შექმნილი ბავშვთა უფლებათა ცენტრების წარმო­მა­დგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სასწავლო   უნივერსიტეტისა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრების წარმომადგენლები. დღის წესრიგის მიხედვით, თითოეულმა უნივერსიტეტმა პრე­ზე­ნ­ტა­ციის სახით  გააკეთა ინფორმაცია   მათ მიერ   საბაკალავრო და სამაგისტრო პრო­გ­რა­მებში ბავშვთა უფლებების საკითხების ასახვის და  ცალკე  შე­ქ­მ­ნი­ლ  სი­ლა­ბუსში ინტეგრირებული საკითხების შესახებ.  გამო­ც­დი­ლების გაზიარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იყო ლელა თურმანიძის, მაია ახვლედიანის, ნანა შონიას, სოფიო მორალიშვილის,  ირმა ხუნდაძის, რონა პერტიას და ვასილ გახარიას ინფორმაცია, რომლის მიხედვით ამ უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების საკითხები   არამარტო  მასწავლებელთა განათ­ლე­ბის, არამედ სამართლის, ეკონომიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის საბაკალავრო და სამა­გი­ს­ტრო პროგრამებშიც ისწავლება. აღინიშნა კონკრეტული სილაბუსებიც, ბავშვთა უფლებათა თეორია და პრაქტიკა, ბავშვთა უფლებები და ადვოკატირება, ბავშვის უფლებათა სამართალი, ბავშვის საკითხების გაშუქება მედიაში და ა. შ.   პირველ დღეს შეძენილი  გამოცდილების გა­ზია­რების შემდეგ,  გაიმართა დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სილაბუსებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ქეისების გამოყენებისა და აუცილებლობის  შესახებ.

30 ივნისს სსუ-ს ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებული საბავშვო ესეების კონკურსში ათი საუკეთესო საბავშვო ესეს ავტორის დაჯილდოვება გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  გამარჯვებულმა ბავშვებმა  სოხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრს ემოციური მადლობა გადაუხადეს  და დღის მანძილზე ცენტრში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილისა და ასოც. პროფ. ლია ახალაძის  პრეზენტაციები სსუ-ს ბავშვის უფლებათა ცენტრის ანგარიში  სატრენინგო მოდულების, ტრე­ნი­ნ­გე­ბის დაგეგ­მ­ვი­სა და მიმდინარეობის,  ცენტრის მიერ გამოცემული საბავშვო ბროშურისა და  ვიდეო რესურსების შექმნის შესახებ. ცენტრის ტრენერებმა შექმნეს 6 სპეციალური მოდული მასწავლებლებისთვის: განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები (მანანა ბოჭორიშვილი), განვითარებისა და სწავლების თეორიები (მანანა ბოჭორიშვილი), უნივერსალური დიზაინის სწავლების პროცესში (თამარ ფხალაძე),  სამოქალაქო განათლება (მაია ფირჩხაძე), მულტიკულტურული განათლება (ლია ახალაძე), განათლების პოლიტიკა და ბავშვთა უფლებები (თამარ შინჯ­ია­შ­ვილი); ხოლო მოსწავლეებისთვის  ორი მოდული:  დემოკრატია მოქალაქეობა, ადამიანისა და ბავშვთა უფლებები (თამარ შინჯიაშვილი) და  მულტიკულტურული და მულტიეთნიკური საქა­რ­თ­ველო (ლია ახალაძე). საგულისხმოა, რომ ყველა მოდულს  ჰქონდა უაღრესად საინტერესო უკუკავშირი და შეფასებები, რომელიც მასწავლებლებისა და  მოსწავლეებიდან მხრიდან წამოვიდა.

დასასრულს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა,  სსუ-ს აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მაღალი შეფასება მისცეს ორდღიან სამუშაო შეხვედრას, წარმოდგენილ ანგა­რი­შე­ბსა და ისაუბრეს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დასმულ პრობლემათა გადაჭრის გზებზე.

 

სსუ ბავშვის უფლებების ცენტრის გუნდი


პროგრამა იხილეთ აქ.

Photo gallery