სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დევი შონია 2025 წლის 17 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით, „Erasmus+“-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტის ბიზნესის კვლევებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორის ვიქტორ ტემპრანო გარსიას მოწვევით იმყოფებოდა.
მობილობის პერიოდში, ასოცირებული პროფესორი დევი შონია შეხვდა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტის ადმინისტრაციის, ბიზნესის კვლევებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს. ის გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებს, სწავლების მეთოდებს, ფორმებსა და სტუდენტური ინოვაციური სამეწარმეო უნარებისა და იდეების განვითარების მექანიზმებს.
ასოცირებულმა პროფესორმა დევი შონიამ კომერციის ფაკულტეტის საერთაშორისო ჯგუფების სტუდენტებთან ჩაატარა ლექციები თემაზე: “Marketing of innovations and university-business cooperation development”.
ასევე, მობილობის ფარგლებში, პროფესორი დევი შონია ეწვია ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ინოვაციების ზონასა და საწარმოო ლაბორატორიას, სადაც გაეცნო აკადემიური და ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის, კონსულტირების და სერვისების მიღების შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის წარმატებულ ბიზნეს პროექტებს.