2025 წლის 3 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიება გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ორგანიზატორებს აქტიური ჩართულობისთვის. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აკადემიური განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს.
სიტყვით გამოვიდა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე - ნათია კიკნაძე. მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის და სტუდენტებს მოუწოდა, ჩაერთონ კვლევით საქმიანობაში, მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული საგანმანათლებლო და შემოქმედებითი რესურსები.
სიტყვით წარდგნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მარინა ზარქუა, პროფესორები: ნანა გულუა, ლალი ტაბატაძე, ზაურ ლომთათიძე, მელორ ალფენიძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს ახალგაზრდა მკვლევრებს.
ღონისძიების კულტურული ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა და კონფერენციას განსაკუთრებული
ელფერი შემატა.
ანეტა ღორჯომელაძემ, მარიამ აბულაძემ, ვასილ თადიაურმა, გაბრიელ ქისტაურმა, შოთიკო მარგველანმა და ოთარ რაზმაძემ
დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრები, ცეკვები და ლქსების მხატვრული კითხვა შესთავაზეს. მათი წარმოდგენები სითბოთი
და ახალგაზრდული შემოქმედებითი ენერგიით იყო გაჯერებული.
ფოიეში მოეწყო სტუდენტური ფერწერის გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი იყო სტუდენტების: აიშა შარაევას, თამარ ჩუბინიძის, ელენე კვარაცხელიას, ფინარ ახვერდიევას, თამარ ბეშიძის, ნათია ჩინჩალაძის, ნატა აფციაურის, ზაზა კვანტიძისა და ასმათ ყიფშიძის ნამუშევრები.
კონფერენცია გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და მოიცავს სტუდენტების მიერ მომზადებულ სამეცნიერო მოხსენებებს, თემატურ სესიებსა და დისკუსიებს.
კონფერენცია ემსახურება ახალგაზრდების კვლევითი და შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებას, აკადემიური სივრცის გააქტიურებასა და პროფესიული განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.