news

დოქტორანტ თამარ კაჭარავას დისერტაციის დაცვა

2025 წლის 1 ივლისს, 14:00 საათზე, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თამარ კაჭარავას დისერტაციის დაცვა თემაზე:პროფესიული კარიერის მართვის თანამედროვე სტრატეგიები და ინსტრუმენტები“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: - ლარისა თაკალანძე, ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: ელისო ლანჩავა, ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;

ნინო ფარესაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე:  ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი №601.

Photo gallery