2025 წლის 25 ივლისს, 13:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი იოსებ შენგელია (სადოქტორო პროგრამა „საქართველოს ისტორია“) ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ჭანისწყლის ქვემო წელი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბეჟან ხორავა – ისტორიის დოქტორი, სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: გონელი არახამია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საორგანიზაციო-სამეცნიერო განყოფილების უფროსი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ეკა ანთია – ისტორიის დოქტორი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, ზვიად გამსახურდიას საკონფერენციო დარბაზი.
ისტორიის სადისერტაციო საბჭო