1. სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა განაცხადებების მიღება განხორციელდება 2025 წლის 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა #61; ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა #26 შესაბამის ფაკულტეტებზე;
2. აღდგენა/შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით;
3. ფაკულტეტის დეკანებმა უნდა უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში 3 სექტემბრის ჩათვლით;
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე ევალება სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
5. სტუდენტების აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 5 სექტემბრისა.