კონკურსანტებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება სპეციალობაში დარგობრივ კომისიასთან (იხ. აქ), გამოცდა უცხო ენაში ჩაუტარდებათ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს 11
საათზე საგამოცდო ცენტრში (მისამართი: პოლიტკოვსკაიას №26).
შეგახსენებთ, რომ კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია
11–18 სექტემბრით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი:
709047289). კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი
№204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge
დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბრისა.