news

სისხლის უანგარო დონაციის აქცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უანგარო დონაციის აქცია, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან  ან სისხლის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ.

დონაციის პროცესი მიმდინარეობდა მკაცრად განსაზღვრული სამედიცინო სტანდარტების დაცვით:

დონორებმა გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაცია ექიმ-თერაპევტთან;

შემოწმდა ჰემოგლობინის დონე და არტერიული წნევა.

აღებული ნიმუშები გაიგზავნა, როგორც სისხლის ბანკის ლაბორატორიაში, ისე ლუგარის კვლევით ცენტრში, რომელიც აღჭურვილია რეგიონში არსებული ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სისხლის უანგარო დონაციაში ჩართულ ყველა პირს.

Photo gallery