სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, უნივერსიტეტის შიდა საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.
ტურნირი მინი ფეხბურთში, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ხუთივე ფაკულტეტის 16 გუნდი მონაწილეობდა. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე შეჯიბრების შემდეგ, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი მოიპოვა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა “All star”;
მეორე ადგილი ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა ,,Bad Boy”-მ დაიკავა;
მესამე ადგილის პრიზიორი კი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი - ”კაი გუნდი” გახდა;
გამარჯვებულებს, ასევე მიულოცეს, სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, გიორგი კუპატაძემ.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეა ჯუღელმა მედლებით დააჯილდოვა. მათ, ასევე, ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
გილოცავთ თითოეულ მონაწილეს და წარმატებებს გისურვებთ მომავალ ტურნირებში!
