news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება მეცნიერების საერთაშორისო დღეს და სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს

10 ნოემბერს, მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღს, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების როლის გაძლიერებას საზოგადოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური მიღწევების პოპულარიზაციას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებსა და აკადემიურ საზოგადოებას პროფესიულ დღეს - გისურვებთ შემოქმედებით ენერგიას, სამეცნიერო წინსვლას და საერთაშორისო აღიარებას! 

მეცნიერების საერთაშორისო დღე 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა და მას შემდეგ, საქართველო, ყოველწლიურად უერთდება ამ მსოფლიო ინიციატივას.

წელსაც, ტრადიციულად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება მეცნიერების საერთაშორისო დღეს და სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. კერძოდ:

11. 11. 2025. 12:00 საათი, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და სამეცნიერო - ანალიტიკური კონფერენციის გახსნა; მისამართი - პირველი სასწავლო კორპუსი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, VII სართული, სააქტო დარბაზი;

11. 11. 2025. 12:30 საათი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024 წლის საუკეთესო მეცნიერების დაჯილდოება; მისამართი - პირველი სასწავლო კორპუსი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, VII სართული, სააქტო დარბაზი;

11.11. 2025. 13:00 საათი - 14:30 საათი, სამეცნიერო ანალიტიკური კონფერენცის სამუშაო სესია, დეკანების/ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსების 15 წუთიანი ანგარიში ფაკულტეტების მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის შესახებ; მისამართი - პირველი სასწავლო კორპუსი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, VII სართული, სააქტო დარბაზი;

11.11.2025. 15:00 საათი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია ციფრული რეპოზიტორიუმის პრეზენტაცია - მიღწევები და შესაძლებლობები, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. მისამართი - პირველი სასწავლო კორპუსი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, VII სართული, სააქტო დარბაზი;

14.11.2025. 13:00 საათი - რაციონალიზმის დასაწყისი საქართველოში, მეფე ვახტანგ VI-ის 350 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი; მისამართი - მეორე სასწავლო კორპუსი, პოლიტკოვსკაიას ქ. N26, VII სართული, ზვიად გამსახურდიას სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

Photo gallery