news

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“

დასრულდა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“.

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ერთი კვირის განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩაბმული.

ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
23 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა - „ქალის გზავნილი XXI საუკუნეში“.

25 სექტემბერს, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჩატარდა თემატური სემინარი: „ბიზნესი და განათლება“.

25 სექტემბერს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „იზობარული ბგერის აღმოჩენა და მისი შედეგები, აერო და ჰიდროდინამიკა“.

26 სექტემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: ,, ბუნებრივი ენის კომპიუტერული გამოყენება''.

27 სექტემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიიის მიმართულების ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „აფხაზეთი – 1989“.

28 სექტემბერს, სსუ-ის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „რბილი ძალა – საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

30 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” -ის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა.
#სოხუმიჩვენიუნივერსიტეტია
#სოხუმიგვაერთიანებს
#ცოდნააღმაშენებელი

Photo gallery