2020 წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებელთა ოჯახს ახალი წევრი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეემატა, რომელიც დღეს აქტიურად იდგამს ფეხს, თუმცა უახლეს მომავალში ეს იქნება მთელი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ ექნება.
2021 წლის 24 მარტს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორ, პროფესორ, ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი – პროფესორი ლარისა თაკალანძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, აკადემიური საბჭოს წევრები – პროფესორი მელორ ალფენიძე, პროფესორი ნანა გულუა, ასოცირებული პროფესორი დევი შონია, ასოცირებული პროფესორი თორნიკე შურღულაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, რექტორის მრჩეველი – პროფესორი დავით ჯალაღონია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი – ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნატალია ხვისტანი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ვლადიმერ არჯევანიძე.
სტუმრობის მიზეზი გახლდათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის ინიციატორი თავად ახალი ქართული უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ქსუ-მა ქართულ აკადემიურ სივრცეში გააფორმა.
რექტორ ალ. თევზაძის თქმით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსაკუთრებული მისია და არსი გააჩნია ქართულ აკადემიურ სივრცეში, რაც ხაზგასასმელია სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობით. ამასთან ერთად, მას ხელმძღვანელობს ისეთი პიროვნება, როგორიც პროფესორი ზურაბ ხონელიძე ბრძანდება, რომელიც, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, თავდაუზოგავად მოღვაწეობს ამ სასწავლებლის განვითარებისათვის. ჩვენ მეგობარი უნივერსიტეტები ვართ და ერთმანეთს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევეხიდებით, – ხაზი გაუსვა პროფესორმა ალ. თევზაძემ.
რექტორმა ზ. ხონელიძემ მადლობა გადაუხადა მასპინძელ კოლეგას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი ეროვნული მისიისადმი ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულებისათვის და აღნიშნა, ბედისწერამ დღეს სსუ-ს დააკისრა ძალიან რთული და იმავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ სწორედ მასზე უნდა გაიაროს ეროვნული ერთიანობის იდეამ. ქართულ აკადემიურ სივრცეში დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით მნივშნელოვანი აკადემიური პარტნიორები დაფიქსირდნენ, – აღნიშნა რექტორმა.
ხელმოწერის პროცესის შემდეგ, რექტორებმა ერთმანეთში სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მასპინძლებმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო-ადმინისტრაციული შენობა და კამპუსი დაათვალიერებინეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.