news

ჩვენი უნივერსიტეტის ახალი პარტნიორი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული ადგილი და როლი ქართულ აკადემიურ სივრცეში და რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მაღალი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი და საერთაშორისო ავტორიტეტი არის ის მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც აქტიურად იზრდება იმ ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებიც ჩვენს უმაღლეს სასწავლებელთა პარტნიორობის სურვილს გამოთქვამენ. 2021 წლის 3 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა ვიქტორ ყიფიანმა.

მემორანდუმის მიზანია, მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება-განვითარება: ერთობლივ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა, კოოპერაციული სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, ვორქშოფებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა და შესაბამისი პროექტების/პროგრამების ერთობლივი განხორციელება.

ხელმოწერის ცერემონიალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ქალბატონი ხათუნა ბურკაძე ესწრებოდა.

Photo gallery