news

გარე მობილობის პროცესი დაიწყო

სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:

 

)  დოკუმენტაციის მიღება – 11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge;

)  უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება  – 16 თებერვალს;

სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  – 17 თებერვალს;

 

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

)   განცხადება;

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;

)    პირადობის მოწმობის ასლი;

წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთიასეთის არსებობის შემთხვევაში);

სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი

სტუდენტის სასწავლო ბარათი;

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანება გამოქვეყნდება 2022 წლის 1 მარტამდე.

სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების შემდეგი რაოდენობა (იხილეთ დანართი 1.)

Photo gallery