ევროკომისიის მიერ 2022 წელს, Erasmus+ ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი პროგრამის – Movex-ის პროექტები. მათ შორისაა პროექტი „ვირტუალური გაცვლები მსოფლიოს სხვა სპეციფიკურ რეგიონებში“, რომლის კოორდინატორია (პოლონეთი). პარტნიორები არიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ათენის ჰაროკოპიოს უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტი, კრივოი როგის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხარკოვის რადიოელექტრონიკის ნაციონალური უნივერსიტეტი, ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველივე წელს გახდა Movex-ის მონაწილე. სსუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.