news

ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის მილოცვა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, მისი აღმატებულება, ქალბატონ დესისლავა ივანოვასაგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან – 26 მაისთან – დაკავშირებით მისალოცი წერილი მიიღო, სადაც ვკითხულობთ:

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელგანთქმულო რექტორო,

ნება მიბოძეთგულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე და გისურვოთ წარმატებაკეთილდღეობა და წინსვლა თქვენ და თქვენს კოლეგებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში.

 მსურს ვისარგებლო ამ საზეიმო შესაძლებლობით და გამოვხატო ჩემი გულითადი კმაყოფილება თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შესანიშნავი თანამშრომლობის გამოგანსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა აკადემიური ინსტიტუტების არსებით როლს ახალგაზრდებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების მიწოდებაშიმომავალი ლიდერების მომზადებაშისამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობასა და კულტურული ფასეულობების გაზიარებაში.

 ამის ფონზეჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს პირველი სალექციო კურსი ბულგარულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც უძღვება ჩვენი ძვირფასი კოლეგა, ბულგარეთის რესპუბლიკის პლოვდივის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ივანა კოლევა.

 გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან უღრმესი პატივისცემა“.

Photo gallery