სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 25 ივნისის №15/01-13-28 ბრძანების თანახმად, დანიშნულია განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები. მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა კანდიდატთა რეგისტრაცია.
კანდიდატებად რეგისტრირებულნი არიან:
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე – ლევან ჯინჯიხაძე;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – მაკა კაჭარავა;
– ია ჯიჭონაია.
ხმის მიცემის პროცედურები გაიმართება:
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 2020წ. 16 ივლისს,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 2020წ. 17 ივლისს.
არჩევნები ჩატარდება 10:00-დან 17:00 საათამდე,
მისამართზე: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, პირველი სართული, ოთახი №1 (თავისუფალი სივრცე).
ამომრჩევლებს ვთხოვთ, გამოცხადნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ნება.
უნივერსიტეტში ანტივირუსული სადეზინფექციო-დაცვითი პირობები სრულად უზრუნველყოფილია.
ამომრჩევლებმა უნდა იქონიონ პირბადე და პირადობის მოწმობა.
საარჩევნო კომისია