2021 წლის 6 აგვისტოს, 13 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მიკრობიოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ირინა ხატიაშვილი ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნიადაგში აქტინომიცეტ-ანტაგონისტების გავრცელების თავისებურებანი“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ზურაბ ლომთათიძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ექსპერტები:
რუსუდან ურიდია – ბიოლოგიის დოქტორი, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
მარინა ჭურღულია-შურღაია – ბიოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
მარინა ღვინჯილია – ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ილია გოროზია - ბიოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში