დისერტაციის დაცვა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
2021 წლის 9 თებერვალს 15:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება დოქტორანტ ირმა გელანტია-ახვლედიანის დისერტაციის დაცვა თემაზე: „შიდა აუდიტის ორგანიზაციის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები საქართველოს საჯარო მმართველობაში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
დავით ჯალაღონია – ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
ექსპერტები:
ნაზიბროლა გვარამია – ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვასილ ხანიშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აუდიტორული კომპანია შპს „მრჩევლის“ მმართველი პარტნიორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
იური პაპასქუა – ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლევან გრიგალაშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.
საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში.