2022 წლის 7ივლისს 15 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ქეთევან შარიქაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ოტია იოსელიანის ენობრივი სამყარო“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: თამილა ზვიადაძე – ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი; ქეთევან მარგიანი – ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი.
ექსპერტები: ლელა გილგემიანი – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; მარინა კაკაჩია – ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ნუნუკა გელდიაშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ბიძინა ლემონჯავა – ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.