ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამის ,,Erasmus+ Mobility 22-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი გაზაფხულის სემესტრისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)
სტუდენტთა მობილობა - სამივე საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს სტუდენტის სასწავლო პროგრამას პორტოს უნივერსიტეტში
Erasmus+ ICM დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს 800 ევროს.
აგრეთვე
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში განიხილება 250 ევროს ოდენობის დამატებითი გრანტი მოწყვლადი ჯგუფის (იძულებით გადაადგილებული პირი, ეროვნული, სარწმუნოებრივი, ეთნიკური, პოლიტიკური, სქესობრივი ნიშნით ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თავშესაფრის მაძიებელი (საერთაშორისოდ ან ადგილობრივი კანონმდებლობით აღიარებული სამიზნე ჯგუფი) სტუდენტებისთვის.
ზემოთ ხსენებული ჯგუფის სტუდენტებს პორტოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და სამოგზაურო დაზღვევის დაფინანსებას მობილობის სრული პერიოდში
ონლაინ განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 თებერვალი
სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
ბაკალავრიატი:
https://www.up.pt/mobile22/about
მაგისტრატურა:
https://www.up.pt/mobile22/courses
დოქტორანტურა:
https://www.up.pt/mobile22/courses
დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://www.up.pt/mobile22/about
მიმაგრებულ ფაილში იხილეთ გზამკვლევი აპლიკანტებისთვის!
აპლიკაციის შევსებაზე ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ. მაია დარასელიას
მისამართი: ქ.ანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი 206
ენების ცენტრი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი: 995 322 54 14 11
ელ-ფოსტა: m.daraselia@sou.edu.ge