სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ბასკეთის უნივერსიტეტის (ესპანეთი) სასწავლო გაცვლით პროგრამაში.
მობილობის პერიოდი: 2020 მარტი - 2020წლის ივნისი (გაზაფხულის სემესტრი)
ფაკულტეტი: ჰუმანიტარული.
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან ბასკეთის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების შეთანხმება (ერთი სემესტრისთვის სულ მცირე 24 – 30 ECTS კრედიტი).
ამისთვის გადადით შესაბამის ბმულზე და შეარჩიეთ საგნები:
საბაკალავრო პროგრამები:
https://www.ehu.eus/…/…/fdda9674-6187-8f26-4e85-90ac4cf70889
2) მოცემული აპლიკაციის შევსება (პირადი საკონტაქტო ინფორმაცია + შერჩეული საგნები):
https://drive.google.com/…/0B0AMihXuRVBzNV8wZU55RWg0d…/view…
აღნიშნული საბუთი უნდა შეივსოს აპლიკანტის და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის მიერ (ხელმოწერა და ბეჭედი).
3) პასპორტის სკანირებული ვერსია.
საბუთები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ PDF ფორმატში international@sou.edu.ge -ზე ან მოიტანოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (სსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი 319).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2019.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ!
https://www.ehu.eus/…/nazioarteko-h…/en-latin-america-others