სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის
4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“,
სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 6 იანვრის # 1.1 /1 ბრძანების
საფუძველზე ცხადდება მობილობა.
·
სსიპ -
სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის
მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2020 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით,
ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის
გარდა), მისამართზე:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, ოთახი №209;
·
ფაკულტეტების დეკანებმა უნდა უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ
გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ სასწავლო
პროცესის მართვის დეპარტამენტში 18 თებერვლის ჩათვლით;
·
მობილობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა. პირადობის
მოწმობის ასლი;
ბ. სტუდენტის
სასწავლო ბარათი/აკადემიური მოსწრების ცნობა, დამოწმებული ბეჭდით;
გ. ატესტატის
ასლი;
დ. სამხედრო
მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
ე. ჩარიცხვის
ბრძანებიდან
ამონაწერი, დამოწმებული ბეჭდით.
·
ერთიანი ეროვნული გამოცდების
საფუძველზე ჩასარიცხ კონკურსანტთა შერჩევა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების
მიხედვით;
·
მობილობის მსურველი ვალდებულია არაუგვიანეს 20
თებერვლისა წერილობით განაცხადოს თანხმობა აღიარებული კრედიტების
შესახებ;
·
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის
წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებას და მის წარდგენას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სსიპ - სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
უზრუნველყოფს სასწავლო
პროცესის მართვის დეპარტამენტი ცენტრის მიერ
დადგენილ ვადებში (20 თებერვლის ჩათვლით);
·
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 1 მარტამდე;
·
მობილობის
წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია
გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს
ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020 წლის 1 მარტამდე.