2020 წლის 20 ნოემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის პირველკურსელებისა და კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების ონლაინ-შეხვედრა.
კორპორაცია „გეფა“-სა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას.
„გეფა“ აერთიანებს და მართავს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებს.
კორპორაცია „გეფა“-ს საქმიანობისა და დასაქმების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს მიაწოდეს კორპორაციის წარმომადგენლებმა:
თეონა ჯოჯუა – კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ლიკა ხარატიშვილი – მოტივაციის მენეჯერი
ნინო ზაზაძე – შერჩევის სპეციალისტი
დიანა ფეიქრიშვილი – შერჩევის სპეციალისტი
შეხვედრის ფარგლებში კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს მათთან დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე.