სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის
მათემატიკის სადისერტაციო საბჭო
თბილისი,
0186, ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. № 26 სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი. ტელ.: 2-54-16-75,
ელექტრონული ფოსტა: chkadua@rmi.ge , cialadzidziguri@rambler.ru
განცხადება
2020 წლის 18 იანვარს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. № 26,
VII სართული, საპრეზენტაციო ოთახი # 712) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და
ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის სადისერტაციო
საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მაია კრაწაშვილი (სადოქტორო
პროგრამა - „გამოყენებითი მათემატიკა“) მათემატიკის
დოქტორის აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „მაქსველის სისტემისა
და მისი ინტეგრო-დიფერენციალური ანალოგების გამოკვლევა და მიახლოებითი ამოხსნა“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თემურ ჯანგველაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი
მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
თემურ ჩილაჩავა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების პროფესორი,
საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა
აკადემიების წევრი, ცხუმ-აფხაზეთის
მეცნიერებათა აკადემიის
ვიცე-პრეზიდენტი.
ექსპერტები:
ზურაბ
გეგეჭკორი
- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი;
დაზმირ შულაია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცეზენტები:
რომეო გალდავა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ჰამლეტ მელაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის
ინსტიტუტის ინფორმატიკის განყოფილების გამგე.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.