news

მემორანდუმი ევროპის აკადემიურ ცენტრთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიურ ცენტრს  შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებპროფესიული მომზადების ხარისხის და კადრების კვალიფიკაციის  ამაღლების აუცილებლობის გათვალისწინებით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა მიზნად დაისახეს:

უმაღლესი  განათლების ფარგლებში, სასწავლო პროგრამების პრაქტიკის კომპონენტის სრულყოფის, პრაქტიკის ბაზის გაუმჯობესების, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავების, კურსდამთავრებულთათვის დასაქმებისა და კარიერული წინსვლის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ღონისძიებებში ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა,  პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ევროპის აკადემიური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ეთერ სანაიამ. 

Photo gallery