news

ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტთა მორიგი კონფერენცია

2021 წლის 6 ივლისს ჩატარდა ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტთა მე-2 ონლაინ-კონფერენცია თემაზე „რა ვიცით ქართული ენის შესახებ“.

მომხსენებლები:

1.     აითაჯ მირზაევა – „ქართული ენის წარმოშობის თეორიები“;

2.     ნაზ ახმედოვა – „ქართველური ენები და მათი დიალექტებად დაყოფის ერთ-ერთი მოსაზრება“;

3.     ორხან აკბეროვი – „ქართული ენა და საქართველოს საზღვრებს გარეთ გავრცელებული დიალექტები“;

4.     ჯეირან შაბანოვა – „ქართული ლიტერატურის წარმოშობის შესახებ“;

5.     სემა კასუმოვა – „პალიმფსესტები, ხანმეტობა და ჰაემეტობა“;

6.      ლამია მამედოვა – „სურვილისა და აუცილებლობის გამოხატვა ქართულში“.

მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ, მიმართულების ხელმძღვანელმა, დოქტორმა მადლენა ოჩიგავამ, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ. კონფერენციის შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს დამსწრეებმა,  მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა, ლექტორებმა: მედეა კვარაცხელიამ, ასისტენტ-პროფესორმა გვანცა გვანცელაძემ და დეკანის მოადგილემ ნინო მაშიამ.

კონფერენციას 30-მდე სტუდენტი დაესწრო, რომელიც ინტერესით უსმენდნენ და გულშემატკივრობდნენ თანაჯგუფელებს.

კონფერენციის ხელმძღვანელი და მოდერატორი გახლდათ მიმართულების ლექტორი  მარინა ჯღარკავა.

 

 

 

 

Photo gallery