news

რექტორთა საბჭოს ონლაინ-შეხვედრა

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ-შეხვედრა გამართა. შეხვედრის მუშაობაში აქტიური  მონაწილეობა მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა კრიზისულ სიტუაციაში უმოკლეს დროში რესურსების მობილიზაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის.

 როგორც რექტორთა საბჭოზე აღინიშნა, ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ. ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატი და თარიღი უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

 დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

 

Photo gallery