news

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკუსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციალტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 13-17 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკისტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია მიეძღვნა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შექმნის 90- წლისთავს.

კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმაასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამრომელმაც აღნიშნათუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობასმათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნასისაუბრა კონფერენციის მიზანზეროგორც ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთ მცდელობაზე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძეუნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძესამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსიასოცირებული პროფესორი ლია ახალაძეპროფესორებიზაურ ლომთათიძეთემურ ჩილაჩავამელორ ალფენიძეფარმაციის დოქტორი ირმა ცომაია.

იმუშავა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათაფარმაციისქიმიისბიოლოგიისეკოლოგიისა და გეოგრაფიის სექციებმაკონფერენციის მუშაობაში ჩართულები იყვნენ ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

მათემატიკისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიების I სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გულუა) – 9, მათემატიკისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიების II სექციაზე (ხელმძღვანელი ასოცპროფესორი ნესტან კეკელია) – 8, ფარმაციის სექციაზე – (ხელმძღვანელი ფარმაციის დოქტორი ირმა ცომაია) – 13, ეკოლოგიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი გულნარა ქარჩავა) – 8, ქიმიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ფაჩულია) – 11, ბიოლოგიია სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ზაურ ლომთათიძე) – 4, ხოლო გეოგრაფიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი მელორ ალფენიძე) – 6 მოხსენება გაკეთდა.

მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა აქტიურობა და ჩართულობა მსგავს კონფერენციებში და უსურვეს მათ შემდგომი წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და კონფერენციის მასალები დაიბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.

 

Photo gallery