news

სამეცნიერო კონფერენცია სამშვიდობო განათლების ცენტრში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრმა გამართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „საუნივერსიტეტო დიპლომატია – ქართული საგანმანათლებლო ინოვაცია“.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი ჯონი მარღანია; სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი თეიმურაზ ფაჩულია; ასოცირებული პროფესორი დევი შონია.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ვოლსკი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა თამაზ ხუბუამ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა და კონფერენციის სხვა მონაწილეებმა.

კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა აქტივისტებმა და ემიგრანტებმა. 

Photo gallery