news

საქართველოს დამოუკიდებლობის   დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით, 2020 წლის 26 მაისს, გაიმართება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. 

კონფერენციის მუშაობაში მოხსენებებით მონაწილეობენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების აკადემიური პერსონალი: პროფესორი ომარ არდაშელია, ასოცირებული პროფესორი დაზმირ ჯოჯუა, ასოცირებული პროფესორი გურამ მარხულია, ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე, ასოცირებული პროფესორი მერი გაბედავა, ასისტენტ პროფესორი მედეა ბენდელიანი.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. დასაწყისი 2020 წლის 26 მაისს, 12 სათზე. დასწრება თავისუფალია.


კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია ბმულით: https://us04web.zoom.us/j/79989571583?pwd=OWhJR0p2M25wcXJJLzNsTzQyOHpnZz09

საიდენტიფიკაციო კოდი: 799 8957 1583

პაროლი: 7MUATJ

Photo gallery