news

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნარომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფსსაბჭოს დებულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში პირველ ვიზიტს მისი აღმატებულება ბატონი ელჩი დიეგო კოლასი ხვალ, 2020 წლის 23 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს.

Photo gallery