news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2022 წლის 19 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყოროგორც სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სამართალმეკვიდრე, ჩვენი უმაღლესი სასწავლებელიწელს დაარსებიდან საიუბილეო 90- წელს ზეიმობს. შესაბამისადახალი სტუდენტური ნაკადიც – ოთხმოცდამეათე – საიუბილეოა!

 კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 და 2021 წლების სასწავლო წლის გახსნა ონლაინ-ფორმატით მიმდინარეობდაწელს კი სტუდენტებსა და პირველკურსელებს ღია სივრცეში მიესალმა უნივერსიტეტი.

 ტრადიციულადსასწავლო სემესტრი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით გაიხსნა:

– ქალბატონებო და ბატონებოძვირფასო სტუდენტებო და პროფესორ მასწავლებლებომეცნიერ-მკვლევარებოადმინისტრაციის თანამშრომლებოუნივერსიტეტის გულშემატკივრებო  სტუმრებოჩვენო პირველკურსელებოთქვენ ვინც ცხოვრების თვისობრივად ახალი ეტაპი დაუკავშირეთ სსუ- გიდასტურებთ პატივისცემას და გულწრფელად გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას  ცოდნის დღეს.

მართალიაჯერ კორონა ვირუსმა COVID-19, შემდგომ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულმა პროცესებმაზოგადად იდეოლოგიზირებულმა პოლიტიკამგეოპოლიტიკაზე მიმდინარე გარდაქმნამსრულიად შეცვალა ცივილიზებული სამყაროს (და ბუნებრივია ჩვენიცხოვრების წესითუმცა ფაქტიანებისმიერ მოვლენას მათ შორის განსაცდელსაც როგორც მედალს ორი მხარე აქვსკრიზისი შეიძლება კურთხევა იყოს ნებისმიერი ადამიანისერისთვისრადგან ყველა კრიზისი აჩენს წინსვლის შესაძლებლობასის ვინც კრიზისს დაძლევს იმარჯვებს საკუთარ თავზესაკუთარი თავის დამარცხების გარეშე.

მეგობრებოსამყაროში მიმდინარე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ძირითადად მაინც მსოფლმხედველობითი ხასიათის პრობლემის ანალიზი გვკარნახობსრომ აუცილებელია ფილოსოფიური ცვლილებაღრმა სტრატეგიული აზროვნებაგამყარებული საღი ინტელექტუალური არგუმენტებითრომელიც აჩენს ინტელექტუალურ ნდობასრეალური ღირებულებებისადმი და აქედან გამომდინარე ამ ღირებულებების მატარებელ ადამიანებსა და საზოგადოებებს შორისუპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ იმ ევროპულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსრომელზეც დგას ცივილიზებული სამყაროეს არის: I. თავისუფლება II. სამართალი-სამართლიანობა III. სიყვარული  უპირველეს ყოვლისა სამშობლოსადმი დღევანდელ საზეიმო შეხვედრას მხოლოდ ამ კონტექსტში განვიხილავ.

რა შეეხება ჩვენს სამშობლოს  ქართულ სახელმწიფოსათწლეულობით დაგროვილი პრობლემების შედეგად სახეზეა მოცემულობაშეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობადროებით კვლავ გაყოფილიპოლიტიკურად დასნეულებული და ზნეობრივად გასაჭირში მყოფი ეროვნული სხეულითუ გვინდარომ წარსულს არ მივცეთ ჩვენი მომავლის მართვის უფლებაპასუხი თუ რა სენით ვართ შეპყრობილნი-დავადებულნი მულტიკულტურული ქართული სახელმწიფოს ორგანული მთლიანობისა და დარღვეული სივრცე გარემოს აღდგენაში უნდა ვეძებოთგამოსავალი არა ჩვენგან შორს მიუწვდომლის წიაღშიარამედჩვენში საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების საფუძველშიდემოკრატიის მთავარ ინსტრუმენტში  განათლებაშიმის უმაღლეს მწვერვალში-მეცნიერებაში და ყველაზე პრაგმატულად მოაზროვნეჯანსაღ და მოტივირებულ ნაწილში-ახალგაზრდობაში უნდა ვეძებოთაღნიშნული სამი კომპონენტი ერთად და მშვიდობიანად თანაარსებობას მხოლოდ უნივერსიტეტში.

მოგეხსენებათნებისმიერი საუნივერსიტეტო მოდელი იშვაკონკრეტულ ისტორიულ ვითარებაშითვით უნივერსიტეტის იდეა კი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიბადა და იგი თავის თავში მოიცავდა ისეთ პრინციპებს როგორიცაა თავისუფლებასეკულარიზმიდემოკრატიატოლერანტობაშემოქმედებითი აზროვნება და სხვასწორედ ამ გარემოში მოხდა საერთო ევროპული ცნობიერების და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებამისი კარდინალური ტრანსფორმაცია და ჰუმანიზაცია.

დღეს ყველანი ცალსახად ვაღიარებთ  უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელი უნივერსალური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისგენერირებისა და ფორმირების საბაზისო სივრცეყველგან და ყველა დროში განათლებისმეცნიერებისდა პროგრესიის ცივილიზაციის სინონიმიმაგრამ იმის აღიარება კი გვიჭირს რომ არსებული ფორმით იგი – უნივერსიტეტი ვერ ამართლებს თავის დანიშნულებასამის დასტურია პრობლემებირომელიც ასე მრავლად არის ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში.

ფაქტიასაუნივერსიტეტო იდეა განიცდის კრიზისს (არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოსმიზეზი მარტივი ასახსნელიაუნივერსიტეტი ჩამორჩა დროსცვლილების პროდუქტს და მისი სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად აუცილებელია არა მხოლოდ რეფორმაფორმის შეცვლა და არც ტრანსფორმაციაარამედ ახალი კონცეფციარომელიც უნივერსიტეტს შესძენს ახალ სიცოცხლეს და განუსაზღვრავს მას ახალ მისიასრეალურად კი აქცევს მასუალტერნატივომშვიდობისსამშვიდობო პროცესების ეპიცენტრად.

არა რეალური პრობლემებისგან გაქცევასარამედ სწორედ ამ სიახლესგთავაზობთ თქვენქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებასჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარიპოლიტიკის მსხვერპლისტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სსუმშვიდობის ახალი პარადიგმის  საუნივერსიტეტო დიპლომატის სახითრომელიც აღიარებულია საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ფორმად და დიპლომატის ახალ სახეობად.

კოლეგებომეგობრებო დღევანდელი საზეიმო განწყობის ფონზევიტყვი მხოლოდ იმას რომ წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობსარსებობს წარმატების აუცილებელი პირობარომელიც გვკარნახობსუკეთ გაისარჯოს საუნივერსიტეტო გონისისტემურად გავაცნობიეროთ უნივერსიტეტის დანიშნულებაგავაჩინოთ მისიაუცილებლობა და საჭიროებაუპირველესადგავათავისუფლოთ იგი პოლიტიკური პოპულიზმისწარსული მანკიერებისსტუდენტთა და მასწავლებელთა არმიის სასურველ ელექტორატად ქცევის მცდელობისგან.

ცოდნა-აღმაშენებელი  ასეთია ჩვენი კონსტრუქციული ხედვა სსუ- მოწოდება და სლოგანიდამეთანხმებით გამარჯვებას მომზადება უყვარს და იგი იქ არის სადაც თანხმობააამდენადმივმართავ აკადემიურ პერსონალსპროფესორ-მასწავლებლებსადმინისტრაციასუნივერსიტეტის მეგობრებსხელისუფლებას და განსაკუთრებით სტუდენტ-ახალგაზრდობასძალისხმევა არ დავიშუროთ და ერთად ვიაროთ ცოდნის შეძენისა და აღმშენებლობის გზითერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.

გვახსოვდესრომ ქართველი ერის გზა  ქრისტეს გზააეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისაჩვენი ცხოვრების შემოქმედნი კი ვართ ჩვენ თვითონ.

უფალი შეგეწიოთ თქვენშეეწიოს სსუ-ყველა ჩვენ კეთილ წამოწყებას და სრულიად საქართველოს! – აღნიშნა რექტორმაპროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმარომელიც ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლოს წლის დაწყება ვიდეო-მიმართვით  მიულოცა:

ძვირფასო სტუდენტებო!

დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესიშესაძლებლობებით სავსე ეტაპი იწყებარომელსაცდარწმუნებული ვართითოეული თქვენგანი ახალი შემართებით და დიდი სიხარულით ხვდებითმინდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ პირველკურსელს გულითადად მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყებამოხარული ვარრომ ცხოვრების დიდ გზაზე უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით დათქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგადუნივერსიტეტის კედლებში გააგრძელებთ ცოდნის მიღებასმინდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული, უმდიდრესი ტრადიციების მქონე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი კერაა, რომელიც უკვე მრავალი წელია ემსახურება ეროვნული მნიშვნელობის მისიას – საუნივერსიტეტო დიპლომატიის გზით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას!  მჯერა, ამ ჭეშმარიტად გამორჩეულ, საერთაშორისო ღირებულებების მქონე უნივერსიტეტში გატარებული წლები, თქვენთვის ცოდნის გაღრმავების, თვითრეალიზაციისა და შესაძლებლობების გამოვლენის საწინდარი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობასწარმატებასწინსვლას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!.

სტუდენტებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონმა ჯემალ გამახარია:

– გილოცავთ ჩვენს მშვენიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვასაქ თქვენ მეცნიერ-პედაგოგთა ბრწყინვალე კოჰორტა დაგხვდებათრომელსაც შესანიშნავი რექტორი და პროფესიონალი დიპლომატიპროფესორი ზურაბ ხონელიძე უდგას სათავეშიდღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები ვითარდებადარწმუნებული ვარრომ თქვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომს ქალაქ სოხუმში აიღებთ.

 სსუ- სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს სტუდენტურის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ქრისტინე ზაქარაშვილმა და სსუ- სტუდენტმამსოფლიო რაგბის ელიტარული კატეგორიის მსაჯმა ნიკა ამაშუკელმაბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ლუკა კვირკვიამ.

 

Photo gallery