news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნათია გორგაძის  წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

            სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და  მულტიკულტურული განა­თ­­ლე­ბისა და კულტურის კვლევების ცენტრის ინიციატივით,  2020 წლის 23 ივლისს,  11 საათზე   სა­მო­ქა­ლაქო   ინტეგრაციისა და  ეროვნებათაშორისო ურთიერთობების  ცენტრის  მკვლე­ვრის  ნა­თია გორგაძის მიერ სპე­ცი­ა­ლურად  საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში და­სა­ქ­მებული აკადემიური პერსონალისთვის  მომზადებული გზამკვლევის  „შეფასება საუ­ნი­ვე­რ­სიტეტო სწავლა - სწავლების პროცესში“   ონლაინ პრეზენტაცია  გაი­მა­რთა.

            შეხვედრა გახსნა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპა­რ­ტა­მენტის უფროსმა ლია ახალაძემ, რომელმაც ისაუბრა  საუნივერსიტეტო შეფასებაში ასრებულ პრობლემებზე და წიგნის მნიშვნელობაზე. ავტორს მიესალმა და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ.  რომეო გალდავამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა.

            წიგნის ავტორმა  ნათია გორგაძემ ფართოდ ისაუბრა  გზამვლევის მომზადების ისტორიაზე: ნაშრომის პროექტი განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  USAID -ის დაფინანსებით.  ავტორმა დეტალურად ისაუბრა წიგნის შინაარსზე, შეფასების ძირითად განმარტებებზე,   შეფასებასთან დაკავშირებულ  ეთიკურ საკითხებზე, შეფასების კომპ­ლექ­სუ­რობასა და  ცალკეული კურსის ფარგლებში შეფასების სპეციფიკურობაზე.  გან­სა­კუთრებული დრო დაუთმო სწავლის შედეგების გაზომვის საჭიროებასა და ტაქსონომიებს შეფასების პროცესში.  ავტორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საუნივე­რ­სი­ტეტო განათლებაში   განმსაზღვრელ  შეფასებასა  და მის  ფორმებს,    განმსაზღვრელი შეფა­სე­ბის რუბრიკებისა და კრიტერიუმების მნიშვ­ნე­ლობას,  განმავითარებელ შეფასებასა  და უკუკავშირს, როგორც შეფასების ფორმას, ისა­უბრა ეფექტური უკუკავშირის მახა­სი­ათ­ე­ბლებზე და ა. შ.

            წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.  ავტორის პრეზენტაცია, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და  სემინარის ფორმა მიიღო. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა  მსჯელობა და დისკუსია საუნივერსიტეტო  შეფასების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ.  რომეო გალდავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკისტექნო­ლო­გიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ნესტან კეკელია, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯია, განათლების მაცენიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი,  საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კახა კვაშილავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკისტექნო­ლო­გიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. მარინა ზარქუა, განათლების ექსპერტი მანანა ბოჭორიშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორები ბროლისა წულაია, ელზა გარა­ყა­ნი­ძე და თეიმურაზ ორმოცაძე; მოწვეული ლექტორები: მაია ფირჩხაძე, ზოია ადამია, ლევან კვარაცხელია; სტუდენტები თამარ აბაიძე, ლიკა ზარიძე და სხვები. საუნივერსიტეტო შეფასების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა წიგნის რედ­ა­ქ­ტო­რმა,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კახა გაბუნიამ, როლემაც მაღალი შეფასება მისცა ავტორის ნაშრომს.  

            ნათია გორგაძემ ფართოდ ისაუბრა დასმულ  შეკითხვებზე და  წიგნის პრეზენტაციამ,  ფაქტობრივად სა­მუ­შაო  სემინარის სახე მიიღო. სამეცნიერო კვლევევის დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ავტორს და გამოითქვა სურვილი  წიგნის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყოს,  გაგრძელდეს კონსულტაციები ავტორთან,  ხოლო საუნივერსიტეტო შე­ფა­სების პრობ­ლე­მე­ბ­ზე  სპეციალურად აკადემიური პერსონალისთვის  დაიგეგმოს  სემინარები.

 

Photo gallery