news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პოლონეთის საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 1-2 ოქტომბერს პოლონეთში ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „პოლონური დიასპორის ისტორია და მომავალი“. აღნიშნული სამეცნიერო ფორუმის თანაორგანიზატორი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Events Partner Kamila Helland (ნორვეგია).

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, საქართველოს, ნორვეგიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და უზბეკეთის უმაღლესი სასწავლებლები.

სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონტაქტების მნიშვნელობა აკადემიური სივრცისათვის. მან აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი პოლონური ენისა და კულტურის შესწავლა-განვითარებისათვის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერტაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ისაუბრა ჩვენს უნივერსიტეტში იმ აკადემიურ და საზოგადოებრივ აქტიურობებზე, რომლებიც სსუ-ს პოლონური ენისა და კულტურის კაბინეტში იმართება: პოლონური ენის შესწავლა, ერთობლივი კონფერენციები, კონტაქტები საქართველოში არსებულ პოლონურ დიასპორასთან და სხვ.

Photo gallery