სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულებაზე 2022 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა „Work-shop 2022“, რომლის ორგანიზატორი იყო ქიმიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ლალი ტაბატაძე.
„Work-shop 2022“-ზე, „ქიმიის“ და „ბიოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა, „ქიმიური ექსპერტიზის“ მაგისტრანტებმა, ასევე სადოქტორო პროგრამის „ბიოორგანული ქიმიის“ დოქტორანტებმა წარმოადგინეს მოხსენებები 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უკვე გავლილ და შესრულებულ სხვადასხვა თემებზე – თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოების შედეგებით; „ნიკოტინის ექსტრაქცია და თვისებები“, „ანტოციანინების ექსტრაქცია საფერავიდან“, „ესტერების გამოყენება ყოფაცხოვრებაში“, „ფლავონოიდების ექსტრაქცია მოცვიდან“, „რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1-ის ტოქსიკურობის შესწავლა“.
მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა ჩაატარეს, ფერადი ქიმიური შოუ „სახალისო ცდები“.
დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.