news

სსუ-ს ფიზიკის მიმართულების დოქტორანტის წარმატება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკისტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების დოქტორანტმა თორნიკე ქიმერიძემ გაიმარჯვა ახალგაზრდა მეცნიერთათვის  გამოცხადებულ კონკურსშირომელიც საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (ISTC) დაარსების 25- წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

კონკურსი მიზნად ისახავდა იმ ახალგაზრდა მეცნიერებისმკვლევარებისა და ინჟინერთა გამოვლენასრომელებიც განახორციელებენ კვლევებს მსოფლიო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებშიმასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა (WMD); ქიმიურიბიოლოგიურირადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) მასალებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის კონტროლი,  ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის უსაფრთხოება.

თორნიკე კონკურსზე წარსდგა თემით: „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება; ორმაგი დანიშნულების მასალისა და იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“. ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების კვალიფიციური და ღრმა ანალიზის, პრობლემის გადაჭრის მეთოდების მისეული ხედვა, ძალზედ საინტერესო ინოვაცია იყო.

საბოლოოდ, სსუ-ს დოქტორანტმა საპრიზო მე-3 ადგილი დაიჭირა. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერიიაპონიის მთავრობამ, დამატებითი ჯილდოს სახით, იაპონიაში სამეცნიერო ვიზიტით მიიწვია.

წლების განმავლობაში თორნიკე მონაწილეობდა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებშიციურიხის უნივერსიტეტიპოლ შერერის ინსტიტუტიშვეიცარიაგერმანიაბულგარეთიუნგრეთიავსტრიასამეცნიერო კვლევებისთვის მიღებული აქვს როგორც ქართულიისე უცხოური გრანტები.

შვეიცარიის მთავრობის გრანტითპოლ შერერის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თორნიკე მიწვეული იყო  სამაგისტრო ნაშრომის შესასრულებლადრომელიც  ნობელის პრემიის ლაურეატის პროფესორ კარლ ალექსანდრე მიულერის ხელმძღვანელობით დაწერა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დოქტორანტი . ქიმერიძე სოხუმის ლია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელიაის ამჟამად მუშაობს უნივერსიტეტისა და ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზებატონი თორნიკეს სადისერტაციო კვლევის თემაა: „რადიაციული დეფექტების გავლენა SiGe შენადნობების ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე“.

. ქიმერიძე  სამედიცინო ფიზიკის მიმართულებითაც მუშაობს, როგორც რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ის ონკოპაციენტებში აკეთებს  დაგეგმარებას დაბალი დოზის სიმძლავრის ბრაქითერაპიაში და ექიმებთან და რადიოლოგებთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობს.  თორნიკე არის ტრენერი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ლექციებს უკითხავს ექიმ-რადიოლოგებს რენტგენო-ლაბორანტებს, ოპერატორებს, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს. გადამზადებული ჰყავს არაერთი ცნობილი სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.

2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან სსუ- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკისტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე თორნიკე ქიმერიძე სტუდენტებისთვის წაიკითხავს სალექციო კურსს: „გარემოს რადიაციული კონტროლი და დოზიმეტრია“.

 

Photo gallery