news

სსუ-ს სტუდენტები საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩის ულრიკ თიდესტრომის ონლაინ-სემინარს დაესწრნენ

კოვიდ-19-ს პანდემიით გამოწვეულ ერთგვარ პასიურობას საზოგადოებრივი თვალსაზრისით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ეპუებიან და ინტენსიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ონლაინ-ლექციებსა თუ სემინარებშიც. ამჯერადაც, 2020 წლის 17 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიწვევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ზურაბ გორგოძე და გიორგი რურუა დაესწრნენ საქართველოსა და სომხეთში შვედეთის სამეფოს ელჩის ულრიკ თიდესტრომის ონლაინ-სემინარს.

 აღნიშნული ღონისძიების შესახებ მოკლე ანგარიში სსუ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ბატონმა გიორგი რურუამ მიაწოდა:

 ბატონმა ელჩმა  დიდი პატივისცემა გამოხატა აუდიტორიის მიმართ და აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში ყოფნით.

მან ვრცლად ისაუბრა იმ კავშირების და პროგრამების შესახებრომელიც არსებობს საქართველოსა და შვედეთს შორის. მისი თქმით, ეს მართლაც გამორჩეული ურთიერთობაა და ყურადღება გაამახვილა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელსაც შვედეთის სამეფო სრულად იზიარებსსაქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და მთლიანობის საკითხსასევე ქართველი ხალხის არჩევანს ევროპული იდეალების მიმართ და მის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ბატონმა ულრიკმა გამახვილა ყურადღება იმაზეცრომ ქართული სახელმწიფოს ევროკავშირისკენ მისწრაფება არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვისქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებისთვის

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივისე – მრავალმხრივ ფორმატშიმნიშვნელოვანია შვედეთისროგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორისაქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესშიოფიციალური სტოკჰოლმი დიდ როლს თამაშობს „EaP“ ინიციატივის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის კუთხითშესაბამისად. საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე პროგრამა რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. მათ შორის აღსანიშნავია სამი ძირითადი მიმართულება: 1) კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის საკითხები; 2) საბაზრო ეკონომიკის განვითარების საკითხები; 3) დემოკრატიის გაძლიერებაადამიანის უფლებების პატივისცემა და სახელმწიფოს განვითარება კანონის უზენაესობის საკითხში.

ეს არის ის ძირითადი მიმართულებები რომელშიც შვედეთის სამეფო სრულად ეხმარება საქართველოს.

ონლაინ-სემინარს ესწრებოდა საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში ბატონი მალხაზ კაკაბაძე, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა მის კოლეგას საინტერესო შეხვედრისთვის და ყურადღება გაამახვილა საქართველოსადმი შვედეთის დიდი მხარდაჭერაზე.

სემინარის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ბატონი ელჩისათვის კითხვებით მიემართათ. სსუ-ს სამაგისტრო პროგრამის „კულტურათაშორისი ურთიერთობების“ სტუდენტი ზურაბ გორგოძე დაინტერესდა 2014 წელს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის და განვითარების ხელშეკრულების მნიშვნელობითა და პერსპექტივებით. უ. თიდესტრომის თქმით, აღნიშნულმა ხელშეკრულებამ დიდი შედეგები მოიტანა საქართველო-შვედეთის ურთიერთობათა გაღრმავების თვალსაზრისით და, ამ პოზიტიური ფაქტორიდან გამომდინარე, დაგეგმილია მისი მოქმედების ვადის გაგრძელება.

Photo gallery