შეგახსენებთ, რომ სსუ რექტორის 26.02.2021 წ. №-15/01-13-04 ბრძანებით უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები უნდა ჩატარდეს.
კანდიდატებად რეგისტრირებული არიან:
1. ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: დევი შონია;
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: ვახანია ნინო;
3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან: გულუა ნანა, ალფენიძე მელორ.
არჩევნების განრიგი:
1. 15 მარტი, 2021 წ. – ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
2. 16 მარტი, 2021 წ. – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
3. 17 მარტი, 2021 წ. – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი.
ხმისმიცემის პროცედურები ჩატარდება ადმინისტრაციული კორპუსის (პოლიტკოვსკაია ქ. №61) პირველ სართულზე ოთახი №1 (თავისუფალი სივრცე) 10-დან 17 საათამდე.
ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და დააფიქსიროთ თქვენი ნება.
ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.