დამფუძნებელი
კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურის შედეგები სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში
საქართველოს
პარლამენტის ინიციატივით დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის
იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენი
ქვეყნის უნივერსიტეტებში ღონისძიებათა
ციკლი დაიგეგმა, მათ შორის ჩატარდა სტუდენტური ესეების კონკურსი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსი
1 – 26
თებერვლის ჩათვლით ჩატარდა. საკონკურსო ესეებში წარმოდგენილი უნდა
ყოფილიყო საქართველოს დამფუძნებელ კრებასა და მასთან დაკავშირებული საკითხები: არჩევნები, პოლიტიკური
პარტიები, ქალი
დეპუტატები, ეთნიკური
უმცირესობები, კრების მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია
და სხვა.
2019 წლის 26 თებერვლს
დასრულდა ესეების გამოგზავნის ვადა, ხოლო 27
და 28 თებერვალს
სპეციალურმა კომისიამ განიხილა და იმსჯელა კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობდნენ ისტორიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე განათლების მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. სულ წარმოდგენილი იყო
9 ესსე, პირველი ეტაპი კრიტერიუმების მიხედვით დაძლიეს
შემდეგმა ნაშრომებმა:
-
დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუცია, პოლიტიკური მოწყობა და პარტიული სისტემა - გიორგი აფხაზავა, ისტორიის სამსგისტრო პროგრამის
სტუდენტი;
-
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საპარლამენტო არჩევნები და დეპუტატი ქალები - გიორგი
ნეფარიძე, საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი;
-
არზაყან ემხვარი - ქედუხრელი რაინდი აფხაზეთიდან - იოსებ შენგელია, საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის
სტუდენტი;
-
ხუთი ქალი - ქვეყნის ბედის
გამგებელი - ანი ქსოვრელი, ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
-
კულტურის თემა
დამფუძნებელ კრებაში - მირანდა
მოლაშხია, ეკატერინე ამაღლობელი, ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები;
კონკურსის პირველი ეტაპის ხუთივე
მონაწილე გამარჯვებული დაჯილდოვდება უნივერსიტეტის სპეციალური სიგელით და მიეცათ რეკომენდაცია წარმოდგენილი თემების პრეზენტაცია განახორციელონ
ივნისში დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა ეროვნულ
სამეცნიერო კონფერენციაზე. აღნიშნულ ხუთ ესსეს
შორის, საპარლამენტო კომისიის დადგენილების მიხედვით, რეკომენდაცია უნდა
გაეწიოს ორ საუკეთესო თემას, რომლებიც კონკურსში მონაწილეობას მომდევნო ეტაპზე
გააგრძელებენ.
ვულოცავთ პირველი
ეტაპის გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.