news

უმძიმესი დანაკლისი

COVID-19-მა იმსხვერპლა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი) ხელმომწერი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის სახელით, რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე თანაუგრძნობს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ოჯახს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს დანაკარგს.

 

ბატონი ტარიელი არა ერთი საზოგადოებრივ-სამეცნიერო პროექტის ფუძემდებელი, სამეცნიერო ნაშრომების (მონოგრაფიები, სტატიები) ავტორია. ოცზე მეტმა ახალგაზრდა მეცნიერმა მისი უშუალო ხელმძღვანელობით წარმატებით მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

 

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ჩვენი უნივერსიტეტის ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი იყო: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მიჰყავდა რამდენიმე სალექციო კურსი, გახლდათ ქართული ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

 

სასუფეველი ცათა დაუმკვიდროს უფალმა ბატონი ტარიელის მართალ სულს!

Photo gallery