წარმატებულ მაგისტრანტთა სია, რომლებსაც შეუძლიათ გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (იხ. მიბმულიდოკუმენტი).
შეგახსენებთ, რომ კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 14 - 20 სექტემბრის ჩათვლით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ გადახდას.
თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).
კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელმისამართზე: magistratura@sou.edu.ge
მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2021 წლის 2 ოქტომბრისა