news

ზურაბ ხონელიძემ კელი დეგნანს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

2021 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა:

 

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო!

 

მაქვს პატივი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის სახელით გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავი.

1776 წლის 4 ივლისს ახალი სამყაროს ახალმა ადამიანებმა ახალი სახელმწიფო დააარსეს – სახელმწიფო, რომელმაც მისი არსებობის საფუძვლად დაიდო თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა. დემოკრატიის ამ სამმა ბურჯმა აშშ საოცნებო ქვეყნად აქცია დანარჩენი მსოფლიოსათვის. ის გახდა მოდელი სახელმწიფოსი, რომლისკენაც მიმართულია ყველა ჩვენგანის მზერა.

ქალბატონო კელი, მე ბედნიერებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებსა და საუბრებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამასთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტიც გრძნობს თქვენს უშურველ მხარდაჭერას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას!

 

პატივისცემით,

ზურაბ ხონელიძე,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი''

Photo gallery