news

„Erasmus+KA107“ პროექტით სტუდენტთა მობილობა გამოცხადდა

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის „Erasmus+KA107“-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების სტიპენდიის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას ალკალას უნივერსიტეტში (მადრიდი/ესპანეთი).

 

სტუდენტთა მობილობა – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს სტუდენტის სასწავლო პროგრამას ალკალას უნივერსიტეტში.

 

Erasmus+ ისევეროგორც მისი წინამორბედი პროგრამა Erasmus Mundus, დაფინანსებული მობილობების შემთხვევაშიფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს 800 ევროს.

განაცხადისა და დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აპრილი.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://www3.uah.es/ka107/2020-21/MainPage.pdf


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ მაია დარასელიას.

ტელეფონი: 995 577 170-727
ელ-ფოსტაllc@sou.edu.ge

 

Photo gallery