-
თემები:
განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა
-
მასპინძელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მდებარეობა:
ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186
-
დაწყების თარიღი:
2017-03-28
-
დაწყების დრო:
15:00 საათი
-
გაზიარება:
- ამობეჭდვა
აბაკიდან კომპიუტერამდე
2017 წლის 27 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I, II და III კურსის სტუდენტების მონაწილეობით, ინგლისურ ენაზე ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „აბაკიდან კომპიუტერამდე“.
მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი საკითხები:
- კომპიუტერების განვითარების ისტორია - I კურსი, სტ. ნათია გაბარაშვილი
- „აბაკი“-პირველი სათვალავი მოწყობილობა - I კ. სტ. ნინო ენუქიძე
- კომპიუტერების გამომგონებლები - I კ. სტ.უჩა თოდრია
- ორობითი სისტემა - IV კ. სტ. გიორგი კენჭაძე
- როგორ მუშაობს კომპიუტერი - I კ. სტ. ავთანდილ ლომიძე
- ოპერატიული სისტემა - III კ.სტ. მარიამ რომელაშვილი
- რა არის პროგრამა - III კ. სტ. დავით მელიქიძე
- ადა ლავლეისი - პირველი პროგრამისტი - II კ. სტ. ანანო წურწუმია
- ინტერნეტის განვითარების ისტორია - II კ. სტ. მარიამ ბიჭიკაშვილი
სტუდენტების წარმოდგენილი მოხსენებები სლაიდებით იყო გაფორმებული.
პრეზენტაციის ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ და სტუდენტთა მოხსენებები დადებითად შეაფასეს: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ; საგარეო ურთიერთობათა და კულტურათშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ; მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მალხაზ აშორდიამ; ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინგა გაბისონიამ და ინფორმაციის მიმართულების პროფესორმა ნანა გულუამ.
პრეზენტაცია მიყავდა მათემატიკის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტს, ნათია გაბარაშვილს. პროექტის ავტორი და პრეზენტაციის ხელმძღვანელია ენების შესწავლის ცენტრის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნანა ვახანია.
პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.