ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2016-07-20

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
პროფესორ ოლგა რუდენკოს (უკრაინა) ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პროფესორ ოლგა რუდენკოს (უკრაინა) ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 13 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ნაციონალური უნივერსიტეტის „ოსტროგის აკადემიის" მართვის გლობალურ სტრატეგიათა ინსტიტუტის დირექტორი, ჩერნიგოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ოლგა რუდენკო (უკრაინა). სტუმარს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე. მათ მადლობა გადაუხადეს პროფესორ ოლგა რუდენკოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის და გადასცეს მადლობის სიგელი. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უშუალოდ პროფესორ ოლგა რუდენკოს თაოსნობით ჩერნიგოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და სხვა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი გახლავს: პოლტავაში (უკრაინა), კოშიცეში (სლოვაკეთი), კრაკოვი (პოლონეთი) და სხვ. ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება - მიმდინარე წლის 12-17 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით დაგეგმილია I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმის ჩატარება თემაზე: „ინოვაციები მეცნიერებასა და განათლებაში: თანამედროვეობის გამოწვევები" სოფიაში (ბულგარეთი). პროფესორი ოლგა რუდენკო გახლავს ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით დაფუძნებული საერთაშორისო ალმანახ „გლობალური სამყაროს" თანადამფუძნებელი და კოორდინატორი უკრაინის მხრიდან. შეხვედრის ფარგლებში პროფესორ ლარისა თაკალანძეს გადაეცა უკრაინის საჯარო მენეჯმენტის და ადმინისტრირების მეცნიერებათა დოქტორთა ასოციაციის პროფესიონალი ექსპერტის დიპლომი. 

ფოტო გალერეა